რუსთავის სასამართლო მარნეულის ინციდენტზე სამი პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს
რუსთავის საქალაქო სასამართლო განიხილავს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობას საქართველოს პარლამენტის წევრის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – აზერ სულეიმანოვის, ასევე – რამინ ალახვერდოვისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ნათესავის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. სასამართლოს სამივე პირი ესწრება.
გამოძიება მათ მიმართ დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ძალადობას გულისხმობს.
სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი თავმჯდომარეობს.
არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს, თითოეულზე 5 ათასი ლარის ოდენობით.
მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.