შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ 14 ქალს, წარმატებული ემიგრანტის ჯილდო გადაეცა. ცერემონია წარმატებული ემიგრანტი ქალების კვირეულის ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა.
გამარჯვებულები უკვე წლებია, თავიანთი საქმიანობით, ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობენ.
ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს. დაჯილდოება თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.