საქართველო ისტორიულ თარიღს იხსენებს.
43 წელი გავიდა მასშტაბური პროტესტიდან, რომელიც ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის საფრთხეს მოჰყვა. იმდროინდელი პროცესების მონაწილეთა და თვითმხილველთა მოგონებები ერთ დოკუმენტურ ფილმში გაერთიანდა. სწორედ მაშინდელმა მოვლენებმა დაუდო საფუძველი 14 აპრილის ქართული ენის დღედ გამოცხადებას.
1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად აღარ იყო გამოცხადებული. თბილისში ფაქტმა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რასაც საბოლოოდ კომუნისტური რეჟიმის უკან დახევა მოჰყვა. მნიშვნელოვანი თარიღი მოსახლეობას დღეს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიულოცეს.