ხვალიდან, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდება. მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, როგორც მძღოლისათვის, ასევე მგზავრებისთვის პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა. მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. შეგახსენებთ, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოს შეწყდა.