როგორ სრულდება ევროკავშირის რეკომენდაციების 12-პუნქტიანი გეგმა. ამ საკითხზე დღეს შეფასებები გაკეთდა. განსხვავებული მოსაზრებებია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობა რეკომენდაციების შესასრულებლად რეალურ რეფორმებს არ ახორციელებს და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. მმართველ გუნდში კი ბრალდებებს უარყოფენ და პროცესის ხელშეშლაში ოპოზიციას ადანაშაულებენ.