რეკომენდაციების შესრულება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ცხრა ევრორეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფები მორიგ შეხვედრას მიმდინარე კვირაში გამართავენ. მმართველი გუნდი გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით ოპოზიციისგან წინადადებებს ელოდება. „ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი კი აცხადებს, რომ მმართველი პარტია რეკომენდაციების შესრულებას საბოლოოდ არ აპირებს, თუმცა ასევე ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდთან თანამშრომლობას გააგრძელებენ. ერთადერთი, ვინც ბოიკოტის რეჟიმში რჩება, „ლელოა“.

შეგახსენებთ, რომ ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებაზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები.