პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება. ინიციატივის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შეძლებენ. დოკუმენტის ავტორი „ქართული ოცნებაა“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროექტი ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია.

მმართველი გუნდი ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ კანონპროექტი ევროკავშირის რეკომენდაციებიდან იმ პუნქტის შესასრულებლად მომზადდა, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.

მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.