ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე პარლამენტში რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა იმართება. ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ დღეს კონკრეტული წინადადებებით მივიდა. ამასთან, როგორც შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღის წესრიგში რამდენიმე თემაა, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმების ცვლილება და საერთო სასამართლოების კანონზე მსჯელობა.
დეტალებით მანანა დევაძე გვიერთდება.