საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია – ევროპის ამ ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ახლა კონკრეტული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულება მოუწევს. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების პლატფორმა ევროპულ საბჭოში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უმრავლესობის მიერ ცხრა ახალი  ნაბიჯის შესრულების გეგმას ელოდებიან, რის შემდეგაც საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან. ინკლუზიურ პროცესს მიესალმება უმრავლესობაც. მათი თქმით, კარგი იქნება, თუ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტირების რეჟიმს დაასრულებს და ევროკომისიის ცხრა ახალი პუნქტის შესრულებაში ქვეყანას ხელს შეუწყობს. მათივე განცხადებით, სამუშაო ჯგუფების კარი ღიაა და პროცესში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.