რეკომენდაციების შესრულების გეგმა - პოლიტიკური შეფასებები

შალვა პაპუაშვილმა დღეს მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. მათ შორის იყო ევროკომისიის მიერ დათქმული ცხრა პუნქტი და მისი შესრულების გზები – პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს დათქმულ ვადაში შეასრულებს და ამისთვის, მისივე თქმით, მმართველ გუნდს კონკრეტული გეგმა აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, შალვა პაპუაშვილი ამ პროცესში ოპონენტებისგან დესტრუქციულ ქმედებებს ელოდება.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ სამუშაო პროცესში ჩასართავად მზად არის, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ამისთვის მმართველი ძალის მხრიდან პოლიტიკური ნებაა საჭირო.