12-პუნქტიანი რეკომენდაციები

რამდენად შეძლებს ხელისუფლება დარჩენილ ვადაში სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამისთვის ყველანაირ დათმობაზე წავლენ, თუმცა კონკრეტული ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესახებ არ საუბრობენ. გარდა ამისა, ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე არ მუშაობს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი განცხადებით, რეკომენდაციებზე მუშაობის მიმართულებით არის წინსვლა, თუმცა ოპოზიციის ჩართულობის გარეშე, გარკვეული პუნქტების შესრულება ვერ მოხერხდება.