„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი - გამოხმაურება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განხილვის საგანია ქვეყნის გარეთაც. ლიეტუვის პრეზიდენტმა ამ საკითხზე პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინიცირებული კანონპროექტი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის სვლას მნიშვნელოვნად აბრკოლებს.