ვენეციის კომისიის დასკვნა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დასკვნა პოლიტიზებულია და სამართლებრივ შენიშვნებს არ შეიცავს. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის გაუქმება უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადასტურდება, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ეწევა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ მოუწოდა ხელისუფლებას, არსებული ფორმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი არ მიიღოს.