ზვიად ქორიძე - დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ყოფილა მსჯავრდებულთა სიაში, რომელთა საკითხიც შეწყალების კომისიამ განიხილა
ზვიად ქორიძე - დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ყოფილა მსჯავრდებულთა სიაში, რომელთა საკითხიც შეწყალების კომისიამ განიხილა

მსჯავრდებულთა სიაში, რომელთა საქმეებსაც შეწყალების კომისია განიხილავდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ყოფილა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, კომისიას აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტისთვის რეკომენდაცია არ წარუდგენია.

„გიორგი მამალაძე არ იყო მსჯავრდებულთა სიაში, რომელთა საკითხსაც კომისია განიხილავდა, ამიტომ კომისია პრეზიდენტს მასზე რეკომენდაციას ვერ წარუდგენდა. გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი სრულად გუშინ დამთავრდა, შესაბამისად, კომისაზე ის ვერ განიხილებოდა. მიმართავენ თუ არა თავად დეკანოზი და მისი უფლებადამცველი პირები პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ამ თემაზე იმსჯელებს“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტმა დღეს 83 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის ერთი უვადო პატიმარია, რომელსაც გათავისუფლების თარიღი დაუდგინდა.