მეუფე ნიკოლოზი დეკანოზის  შეწყალებაზე - ორჯერ მიმართა საპატრიარქომ, ერთხელ წინა პრეზიდენტს, მეორედ ამ პრეზიდენტს, თუ იქნება ახალი, იმასაც მივმართავთ
მეუფე ნიკოლოზი დეკანოზის  შეწყალებაზე - ორჯერ მიმართა საპატრიარქომ, ერთხელ წინა პრეზიდენტს, მეორედ ამ პრეზიდენტს, თუ იქნება ახალი, იმასაც მივმართავთ

ორჯერ მიმართა საპატრიარქომ პრეზიდენტს, ერთხელ წინა პრეზიდენტს, მეორედ ამ პრეზიდენტს. თუ კიდევ იქნება ახალი პრეზიდენტი, იმასაც მივმართათ, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ჟურნალისტებს  განუცხადა.

„ორჯერ მიმართა საპატრიარქომ პრეზიდენტს, ერთხელ წინა პრეზიდენტს, ერთხელ ამ პრეზიდენტს და თუ კიდევ იქნება ახალი პრეზიდენტი, იმასაც მივმართათ.
უპრეცედენტო შემთხვევა იყო, ასეთი რამე სინოდს აქამდე არ გაუკეთებია, წერილიბით მიმართა პრეზიდენტს. რა ვქნათ, მეორედ მივმართოთ ისევ?“ ,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის  ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს.

„თუ მამა გიორგის ჯანმრთელობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, აუცილებლად მოახდენს ხელისუფლება რეაგირებას, რადგან არავის სჭირდება, ავადმყოფობის გამო პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს“ ,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ  კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა.

მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით განხორციელდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.