პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი - გიორგი მამალაძე გადაადგილებაზე უარს საკუთარი სურვილით აცხადებს
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი - გიორგი მამალაძე გადაადგილებაზე უარს საკუთარი სურვილით აცხადებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის ნიკა აბრამიშვილის განმარტებით, მსჯავრდებული გიორგი მამალაძე გადაადგილებაზე უარს საკუთარი სურვილით აცხადებს.

როგორც ნიკა აბრამიშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სხდომის სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარების შუამდგომლობით პენიტენციურმა დაწესებულებამ მიმართა.

„სამედიცინო დოკუმენტაციიდან გამომდინარე დადასტურებით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებულს დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაადგილება, მაგრამ პირადი მოტივით მსჯავრდებული უარს აცხადებს გადაადგილებაზე, იმყოფება მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში. მსჯავრდებულის ინტერესებისა და პრიორიტეტებიდან გამომდინარე ჩვენი შუამდგომლობაა, სასამართლო პროცესი ჩატარდეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტები და სამედიცინო მუშაკები გააკეთებენ საქმის განხილვისას შეფასებას“, – განაცხადა ​პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა.

სასამართლომ დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ნომერ 18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 5 მარტს ჩატარდება.

დატოვე კომენტარი