დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

21:48, 14.02.2024

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი თავისუფალია!“, – წერს თორნიკე მამალაძე.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამაც, თუმცა გათავისუფლების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

მსგავსი