საპატრიარქო - კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემას
საპატრიარქო - კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემას

საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, რომ ემხრობა როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, ასევე მისთვის სხვა სახით შეღავათის მიცემას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქოს ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

„როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ „მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით“.

ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც, მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის‭ ‬‬გადავადების თხოვნით სასამართლოს „ადამიანის‭ ‬უფლებების‭ ‬‬სწავლებისა‭ ‬და‭ ‬მონიტორინგის‭ ‬ცენტრმა“‭ ‬‬(იემსი)‭ მიმართა. ორგანიზაციის განცხადებით, მიზეზი გიორგი მამალაძის‬ ‭‬ჯანმრთელობის‭ მძიმე ‬მდგომარეობაა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება სავარაუდოდ 17 მარტს გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი