ზვიად ძიძიგური - „კონსერვატორები“გამოვრიცხავთ სააკაშვილთან და მის ირგვლივ ორბიტაზე მყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის კოალიციურ თანამშროლობას, „ქართულ ოცნებასთან“ ამ ალბათობას განვიხილავთ
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობა მაღალია.
მისივე შეფასებით, რეალურად, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მხოლოდ ორ პარტიას შეუძლია.
„2020 წელს გვაქვს ისეთი არჩევნები, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობა არის ძალიან მაღალი. შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნებში, სადაც პროპორციული წესით არჩვენები ტარდება, გამარჯვებული პარტიები 30-35 პროცენტის პირობებში მუშაობენ ხოლმე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე და როგორც წესი, ახერხებენ ამას. ამ არჩვენების შედეგად, „ქართული ოცნება“, რომელიც 2016-შიც და 2012 წლებშიც მთავრობას დამოუკიდებლად, პრობლემის გარშე აყალიბებდა, დღეს დგება იმ ვარიანტის, იმ შესაძლებლობის წინაშე, რომ მან აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა.თუკი პოლიტიკურ რეალობას გადავხედავთ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შეუძლია მხოლოდ ორ პარტიას, პირობითად ვაბობ, ერთი არის ბიძინა ივანიშვილის პარტია, მეორე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ კონცენტრირებული პარტიები. როდესაც, პოლიტიკური პარტიები ამბობენ, მოდი, მოვაწეროთ ხელი დეკლარაციას, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარ შემთხვევაში არ შევაქმნევინოთ კოალიცია, ეს პრაქტიკულად რამდენიმე ტიპის მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ. ერთი თემა არის, თუ არ აქმნევინებ ივანიშვილს, მაშინ აქმნევინებ სააკაშვილს. თუ არც სააკაშვილს აქმნევინებ და არც ივანიშვილს, ასეთ შემთხვევაში დგება რიგგარეშე არჩევნების თემა. რიგგარეშე არჩვენების შემთხვევში პირველ ადგილზე გასული პარტია აღმოჩნდება ძალიან მძიმე ვითარებაში, რადგან ფსიქოლოგიური, ენერგეტიკული და პოლიტიკური უპირატესობა რჩება უკვე იმ პარტიების მხარეს, რომლებმაც პირველი ადგილი ვერ დაიკავეს და არიან ოპოზიციაში.
„ქართული ოცნება“, რომელმაც პირობითად ვამბობ, შეიძლება 40-დან 45 პროცენტამდე აიღოს, თუ კოალიციურ მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს, რიგგარეშე არჩვნების შემთხვევაში, ის დაკარგავს თავის პირველ ადგილს და არჩევნების ლოგიკა, და არჩევნების ფსიქოლოგია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში უპირატესობას ვიხილავთ ოპოზიციური პარტიების მხარეს“, – განაცხადა ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგურის განმარტებით, თუ ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ იმაზე საუბარს, რომ მმართველ პარტიას კოალიციურ მთავრობას არ შეაქმევინებენ, რიგგარეშე არჩევნების ალბათობა გაიზრდება. ამასთან, ძიძიგურის თქმით, „კონსერვატორები“გამორიცხავენ მიხეილ სააკაშვილთან და მის ირგვლივ ორბიტაზე მყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის კოალიციურ თანამშროლობას, „ქართულ ოცნებასთან“ კი ამის ალბათობას განიხილავენ.
„კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პარტიები თუ გააგრძელებენ ასეთი ტიპის რიტორიკას, რომ არ შეაქმნევინებენ დღევანდელ მმართველ პარტიას კოალიციურ მთავრობას, ასეთ შემთხვევაში იმის ალბათობა, რომ სააკაშვილმა შექმნას კოალიციური მთავრობა, გაცილებით უფრო ნაკლებია და მიდის ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებისკენ.
რაც შეეხება, „კონსერვატორების“ პოზიციას, ჩვენ არაერთგზის დავაფიქსირეთ და დღესაც ვამბობთ, რომ გამოვრიცხავთ მიხეილ სააკაშვილთან და მის ირგვლივ ორბიტაზე მყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის კოალიციურ თანამშროლობაში შესვლას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“, ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რვა წლის განმავლობაში ვიყავით ერთად, ბევრ რამეზე ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ამიტომ ამ ალბათობას, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და მიგვაჩნია, რომ ეს იქნებოდა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ძიძიგურმა არჩვენების თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დღეს უნდა გამოაცხადოს.
„საქართველოს კონსტიტუციით არის შემოსაზღვრული, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არის ოქტომბრის ბოლოს შაბათ-კვირა და საარჩევნო კოდექსი გვეუბნება, რომ 60 დღით ადრე უნდა დაინიშნოს. ამიტომ ამ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დღეს უნდა გამოაცხადოს საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი. ამის შემდგომ უკვე ოფიციალურად გაიხსნება საარჩევნო კამპანია ყველა პარტიისთვის და დაიწყება უკვე პროცედურები, რომელიც საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.