„კონსერვატიული პარტიის“ წევრებმა მერაბ კოსტავას მემორიალი გვირგვინით შეამკეს
„კონსერვატიული პარტიის“ წევრებმა მერაბ კოსტავას მემორიალი გვირგვინით შეამკეს

მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით ბორითში „კონსერვატიულმა პარტიამ“ ღონისძიება გამართა. პარტიის ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ეროვნული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მამა მირიან სამხარაძემ გადაიხადა.

„მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა. ზუსტად 31 წლის წინ ამ ადგილზე გარდაიცვალა „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ თვალსაჩინო ლიდერი, ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი მაშინდელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას იდეები დღესაც აქტუალურია. მერაბ კოსტავა არ უნდა დაავიწყდეს მომავალ თაობას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.