ზვიად ძიძიგური - როცა გამალებით ითხოვ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას და შემდეგ არ მონაწილეობ კენჭისყრაში, ევროპელებისთვის ეს გაუგებარია
ზვიად ძიძიგური - როცა გამალებით ითხოვ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას და შემდეგ არ მონაწილეობ კენჭისყრაში, ევროპელებისთვის ეს გაუგებარია

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური ევროპარლამენტში გამართულ დებატებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კარგია, რომ საქართველო ყურადღების ცენტრშია. თუმცა, ძიძიგურის განცხადებით, უკეთესი იქნებოდა, ნეგატივები არ არსებობდეს.

ზვიად ძიძიგურის თქმით, კრიტიკა ისმის არა მხოლოდ ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართაც, რომლებმაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

„კარგია, რომ საქართველო არის ყურადღების ცენტრში, კარგია, რომ მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით იყოს ყურადღების ცენტრში, მაგრამ ნეგატივებიც არსებობს. კრიტიკა ისმის ხელისუფლების მიმართაც და როგორც ხედავთ, ოპოზიციის მიმართაც. როდესაც გამალებით ითხოვ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, გადახვიდე პროპორციულ არჩევნებზე და შემდეგ შენ თვითონ არ იღებ კენჭისყრაში მონაწილეობას, ეს, რა თქმაუნდა, ევროპელებისთვის სრულიად გაუგებარია და მე გეტყვით, ქართველებისთვისაც“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს, დებატები გაიმართა.