„საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ შვიდ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ შვიდ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შვიდ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ზვიად ძიძიგურმა მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რეგიონებში საქართველოს კონსერვატიული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გიორგი მორგოშია, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში კობა ძიძიგური, ქუთაისის საარჩევნო ოლქში თეა ერგემლიძე, ფოთის,ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში თეიმურაზ წურწუმია, ბათუმის საარჩევნო ოლქში ნატალია ძიძიგური.

ამასთან, პარტიამ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ვაკის საარჩევნო ოლქში ხათუნა საგინაშვილი, ხოლო გლდანის საარჩევნო ოლქში გრიგოლ ბენიძე დაასახელა.

დატოვე კომენტარი