ზვიად ძიძიგური - ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა უნდა იმსჯელონ
ზვიად ძიძიგური - ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა უნდა იმსჯელონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ზვიად ძიძიგურმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა.

„ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა უნდა იმსჯელონ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

მუდმივად გროვდება თემები, ძალიან აქტიურია სავაჭრო ურთიერთობები, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს რეგიონში; ჩვენ ძალიან ბევრი გადაკვეთის წერტილი გვაქვს, სწორედ ამიტომ, ვიზიტის მნიშვნელობა, თავისთავად, დიდია.

აღსანიშნავია შეხვედრების ინტენსიურობა, რაც სახელმწიფოებს შორის მეგობრობის დასტურია და ეს მომავალშიც გაგრძელდება,“- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.