ზუგდიდში 52 წლის მამაკაცს ეძებენ. გია თოდუას ოჯახის წევრები და ახლობლები მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
მამაკაცი 2 ივნისს დილის 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და ამ დრომდე ნათესავებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
როგორც გია თოდუას შვილმა პირველ არხს განუცხადა, უკვე მიმართეს შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
გია თოდუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუს მკვიდრია. მას ჰყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები.
მამაკაცის ფოტოს ახლობლების ნებართვით ვავრცელებთ.