იტალიაში საქართველოს საელჩო ნეაპოლში დაკარგული საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
იტალიაში საქართველოს საელჩო ნეაპოლში დაკარგული საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები, – ამის შესახებ აღნიშნულია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს“, – აცხადებენ საქართველოს საელჩოში.

დატოვე კომენტარი