ოჯახი იტალიის ქალაქ ლეჩეში დაკარგულ თემურ მოსაშვილს ეძებს
ოჯახი იტალიის ქალაქ ლეჩეში დაკარგულ თემურ მოსაშვილს ეძებს

ოჯახი იტალიის ქალაქ ლეჩეში ერთი კვირის წინ დაკარგულ 40 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, თემურ მოსაშვილს ეძებს.

თემურ მოსაშვილი ლაგოდეხიდანაა. ოჯახის წევრების თქმით, 20 ივნისს ის ლტოლვილთა თავშესაფრიდან გავიდა და მას შემდეგ, მასთან კავშირს ვეღარ ამყარებენ.

თემურ მოსაშვილის დედა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც გაიპარა.

ოჯახი საქართველოსა და იტალიის ხელისუფლებებს დახმარების თხოვნით მიმართავს.