სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს
სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს

სვანეთში დაკარგულ 12 წლის ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზე გავრცელდა.

ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და დაიკარგა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ილია ფილფანის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს.