თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ
თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ

თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ. მანანა ყაზაიშვილს ოჯახის წევრები 14 მაისის შემდეგ უშედეგოდ ეძებენ.

მანანა ყაზაიშვილი 14 მაისს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე სახლიდან, გოგებაშვილის ქუჩიდან გავიდა და ამ დრომდე ახლობლებს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ქალს ჯანმრთელობისა და მეხსიერების პრობლემები არ აქვს.

68 წლის მანანა ყაზაიშვილის ახლობლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომრებზე – ​5 99 77 72 84; 5 77 95 04 43.

საქართველოს პირველი არხი მანანა ყაზაიშვილის ფოტოს ოჯახის წევრების ნებართვით ავრცელებს.