ახლობლების ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 21 დეკემბერს გაუჩინარებული შალვა გულუა უკვე საკუთარ სახლში იმყოფება
ახლობლების ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 21 დეკემბერს გაუჩინარებული შალვა გულუა უკვე საკუთარ სახლში იმყოფება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 21 დეკემბერს გაუჩინარებული შალვა გულუა უკვე საკუთარ სახლში იმყოფება. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, შალვა გულუა გაუჩინარების ფაქტს ხსნის იმით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა და ამიტომ გაერიდა იქაურობას. არსებული ინფორმაციით, ის უკვე გამოკითხეს სამართალდამცველებმა.

შალვა გულუა 21 დეკემბერს გაუჩინარდა. ის დისტრიბუტორია. ავტომანქანა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში იპოვეს. ავტომანქანა დაზიანებული იყო.

შალვა გულუას დედის განცხადების საფუძველზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.