საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ ნეაპოლში დაკარგული საქართველოს მოქალაქე იპოვეს
საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ ნეაპოლში დაკარგული საქართველოს მოქალაქე იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგული საქართველოს მოქალაქე ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„ქალაქ რომში საქართველოს საკონსულო არის ხაზზე ნეაპოლის საგამოძიებო უწყებებთან და ისინი უდასტურებენ, რომ დაკარგული გოგო ნაპოვნია“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები. „საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს“, – აცხადებენ იტალიაში საქართველოს საელჩოში.