ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ორმა მოქალაქემ ხმის მიცემის რიგითობის გამო იჩხუბა
ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ორმა მოქალაქემ ხმის მიცემის რიგითობის გამო იჩხუბა

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ორ მოქალაქეს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

მოქალაქეებს შორის კამათის მიზეზი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურისას რიგითობის დაცვა გახდა.

„საარჩევნო უბანზე 06:30 საათზე ვიყავი მოსული, მეორე ამომრჩეველი 07:30 საათზე მოვიდა და მეჩხუბა. რატომ უნდა მეჩხუბოს? – პირველი რომ მოვედი, ყველა მხედავდა. მე უნდა შევსულიყავი, ის გამექცა და ვიჩხუბე“, – აღნიშნა ამომრჩეველმა, რომელიც რიგითობის დაცვას ითხოვდა და ამ მიზნით მეორე ამომრჩეველს დაუპირისპირდა.