დავით ზალკალიანი - ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგს
დავით ზალკალიანი - ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგს

მოწოდება არამართლზომიერი ქმედებისკენ, დემოკრატიული პროცესის ნაწილი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სანდრა რულოვსის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არის, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აიღოს იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა.

დავით ზალკალიანის თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებებს ვერ მიესალმებიან.

„რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები, მოწოდება საზოგადოების მიმართ არამართლზომიერი ქმედებისკენ, არ არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. როგორ შეიძლება ამას მივესალმოთ. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი დემოკრატიული გარემო. ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევნები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. არჩევნები, რომელიც ჩატარდა დემოკრატიულ, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში“,- განაცხადა ზალკალიანმა.