დავით ბერძენიშვილი - ცხელ გულზე ნათქვამი, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა და საჭიროა არასაარჩევნო გზის მოსინჯვა, უპერსპექტივო, წარმავალი ამოძახილია
დავით ბერძენიშვილი - ცხელ გულზე ნათქვამი, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა და საჭიროა არასაარჩევნო გზის მოსინჯვა, უპერსპექტივო, წარმავალი ამოძახილია

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილის აცხადებს, რომ 19 მაისის არჩევნები რაიმე განსაკუთრებული მოულოდნელობის გარეშე დამთავრდა.

„სუფთა რომ არ იქნებოდა არც ეს არჩევნები, ვიცოდით. მთავარი ოლქები რომ მთაწმინდა და ზუგდიდი იქნებოდა, ვიცოდით ყველამ. ზუგდიდში რომ ბიძინამ კვლავ მტრის ხატზე აგებული ტაქტიკა აირჩია და მიშაც რომ ამ ორპოლუსიანობას აჰყვა, ესეც დავინახეთ… ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა და საჭიროა ახალი, არასაარჩევნო გზის მოსინჯვა, უპერსპექტივო და წარმავალი ამოძახილია (დაიმედებული აქტივისტების დაშოშმინება უფროა). რამდენჯერ უნდა დავრწმუნდეთ ამაში, მოსაწყენიც კი გახდა. მოსალოდნელი იყო ზუგდიდში გაფორმებული შედეგი“,-წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე აზრით, „გაცილებით მნიშვნელოვანია მთაწმინდის მოლოდინის გამართლება, მეორე ტური ხელისუფლებასა და ლიდერ ოპოზიციურ კანდიდატს შორის“.

„წარმატებები, შალვა!!! შენი წარმატება ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა იქნება საპარლამენტო არჩევნებზე. პოლიტიკაში ყველაფერი თვლითაა…მე ასე დავთვალე“,- წერს დავით ბერძენიშვილი.