სანდრა რულოვსი ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში პარტიის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს
სანდრა რულოვსი ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში პარტიის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში მივიდა.

როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს, რამდენიმე წუთში რულოვსი პარტიის ლიდერებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას გამართავს.

წინასწარი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ სამომავლო გეგმაზე იმსჯელებს და მედიისთვის ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარები. შეხვედრის დაწყებამდე სანდრა რულოვსს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.