შალვა შავგულიძე - 9 ივნისს გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მთაწმინდიდან არჩევნების გზით დავიწყოთ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა
შალვა შავგულიძე - 9 ივნისს გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მთაწმინდიდან არჩევნების გზით დავიწყოთ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა

9 ივნისს გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მთაწმინდიდან არჩევნების გზით დავიწყოთ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესთან დებატების დაწყებისას განაცხადა.

შავგულიძემ ამომრჩეველს მიმართა.

„ძვირფასო მთაწმინდის ოლქის ამომრჩევლებო, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ 19 მაისს არჩევნებში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც მე გამომიხატა მხარდაჭერა.

9 ივნისს არის ამ არჩევნების მეორე და გადამწყვეტი ტური. და ამ დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მთაწმინდიდან არჩევნების გზით დავიწყოთ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა. ხელისუფლების, რომელმაც დაკარგა საზოგადოების ნდობა. ამისათვის საჭიროა, რომ კიდევ უფრო მეტნი მოვიდეთ 9 ივნისს არჩევნებზე, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში. დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ერთი კაცისა და მისი პარტიის ინტერესები არ მოვახმართ ჩვენს ქვეყანას და სათუოს არ გავხდით ჩვენი შვილების მომავალს ამ ქვეყანაში“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.