ლადო კახაძე - გადავლახავთ ყველა წინააღმდეგობას და 9 ივნისს ყველა ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ, რომელიც გამარჯვებასთან მიგვიყვანს
ლადო კახაძე - გადავლახავთ ყველა წინააღმდეგობას და 9 ივნისს ყველა ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ, რომელიც გამარჯვებასთან მიგვიყვანს

აუცილებლად გადავლახავთ ყველა წინააღმდეგობას და 9 ივნისს ყველა ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ, რომელიც გამარჯვებასთან მიგვიყვანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძესთან დებატების დაწყებისას განაცხადა.

ლადო კახაძემ ამომრჩევლებს მიმართა.

„უღრმეს მადლობას გწირავთ იმ​ ნდობისთვის, იმ ერთგულებისთვის ჩემო მთაწმინდელებო, ვერელებო, ვაკელებო, ოქროყანელებო, გამოცდილო ხალხო. თქვენ თავზე დოლაბი არ დატრიალებულა თორე, ყველაფერს გაუძელით.

შეგიძლიათ, სწორად შეაფასოთ თქვენი გამოვლილი ცხოვრება, შეგიძლიათ შეაფასოთ ადამიანები, შეგიძლიათ შეაფასოთ ის გარემოებები, საიდანაც მოხვედით, რაშიც ხართ და საითკენაც მივდივართ. ჩვენ ერთად ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი ცხოვრება ერთმანეთს დავუთმოთ იმისთვის, რომ გაჭირვებაში შევეხიდოთ ერთმანეთს, ავაშენოთ, გამოვასწოროთ, შევქმნათ ის პირობები, რომ ჩვენმა შვილებმა სანუკვარ დროს იცხოვრონ და კარგად მოგვიგონონ. მადლობა გვითხრან გამოვლილი ცხოვრებისთვის.

ჩვენ ერთად, ერთი ხმით, ერთპირად, ერთმუჭად შეკრულები აუცილებლად გადავლახავთ ყველა წინააღმდეგობას და 9 რიცხვში ყველა ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ, რომელიც გამარჯვებასთან მიგვიყვანს“,- განაცხადა ლადო კახაძემ.

დატოვე კომენტარი