MLS-ის ჩემპიონატში ლოსანჯელესური დერბი გაიმართა: “ლოს ანჯელეს გელაქსიმ” შინ მიიღო “ლოს ანჯელესი“. შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.
ანგარიში “გელაქსის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა. ეს შვედის მე-16 გოლი იყო MLS-ის მე-20 მატჩში. აღსანიშნავია, რომ გოლი ვიდეოგამეორების შემდეგ ჩაითვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კარლოს ველამ გაათანაბრა ანგარიში.
“ლოს ანჯელესი” მეორე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში, “გელაქსი” – მეხუთე ადგილზე.