ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოსამშვიდობებელი მატჩი შვედეთის ნაკრებში 8 ივნისს გაიმართება #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოსამშვიდობებელი მატჩი შვედეთის ნაკრებში 8 ივნისს გაიმართება #1TVSPORT

ლეგენდარული ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოსამშვიდობებელი მატჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე წლის 8 ივნისს ჩატარდება.

იტალიური გამოცემის, Football Italia-ს ინფორმაციით, შვედეთის ნაკრების მეტოქე სერბეთის ეროვნული გუნდი იქნება.

42 წლის ფეხბურთელმა პროფესიული კარიერა 2023 წელს „მილანის“ შემადგენლობაში დაასრულა და მას შემდეგ სამუშაოდ ამ კლუბის სტრუქტურაში გადაინაცვლა.

შვედეთის ნაკრების მაისურით იბრაჰიმოვიჩმა 122 შეხვედრა ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. ის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.