იბრაჰიმოვიჩის უმცროსი ვაჟი შვედეთის 15-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩის უმცროსი ვაჟი შვედეთის 15-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT

შვედეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის უმცროსი ვაჟი ვინსენტი შვედეთის 15-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

„ის საინტერესო ფეხბურთელია, ძალიან კარგ გადაცემებს აკეთებს, კარგად ესმის თამაში და კარგად თამაშობს კარის წინ. ის შესანიშნავი ნახევარმცველია და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა მალე ვიხილო ის და გავიცნო.

მესმის, რომ ვინსენტი ძალიან აღელვებულია გამოძახებით. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შვედი ფეხბურთელის ვაჟია და ეს პირველი შემთხვევაა, როცა მას ნაკრებში იძახებენ.

ნუ შეადარებთ მას მამას, ეს უსამართლობა იქნება“, – განაცხადა შვედეთის 15-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

აღსანიშნავია, რომ ვინსენტის უფროსი ძმა მაქსიმილიანი ასევე გამოიძახეს შვედეთის ნაკრების 17-წლამდელთა ნაკრებში.