ლოს ანჯელესის აეროპორტთან ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ექვსი ადამიანი დაიღუპა
ლოს ანჯელესის აეროპორტთან ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ექვსი ადამიანი დაიღუპა

ლოს ანჯელესის აეროპორტის მახლობლად მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს თვითმფრინავი ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ.

მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.