შევჩენკომ საქველმოქმედო მატჩში ბუფონს „პანენკა“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
შევჩენკომ საქველმოქმედო მატჩში ბუფონს „პანენკა“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში „სტოჟიცეს“ სტადიონზე გაიმართა საქველმოქმედო მატჩი უკრაინის დასახმარებლად. ის ორგანიზებული იყო უეფა-ს პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის მიერ.

მატჩში მონაწილეობას იღებდნენ ფეხბურთის ლეგენდები – ანდრეი შევჩენკო, პაოლო მალდინი, ჯანლუიჯი ბუფონი, კლარენს ზეედორფი, ლუიშ ფიგუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ხავიერ ძანეტი და სხვები.

ერთ-ერთ ეპიზოდში შევჩენკომ „პანენკათი“ გაუტანა პენალტი ბუფონს.