უგო ლორისმა „ტოტენჰემი“ დატოვა და კარიერას MLS-ის კლუბში, „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს #1TVSPORT
უგო ლორისმა „ტოტენჰემი“ დატოვა და კარიერას MLS-ის კლუბში, „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის ყოფილი კაპიტანი უგო ლორისი კარიერას აშშ-ში, MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს.

37 წლის ფრანგი მეკარე ლონდონური გუნდის ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და კონტრაქტის მიხედვით, კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა მხარეებმა ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით მიაღწიეს შეთანხმებას.

ლორისი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების მიხედვით. მან „სამფეროვანთა“ კარი 145-ჯერ დაიცვა და მისი კაპიტნობით გუნდმა 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. უგომ სანაკრებო კარიერა 2022 წლის მუნდიალის ფინალის შემდეგ დაასრულა, რომელშიც საფრანგეთი არგენტინამ დაამარცხა.

„ლოს ანჯელესმა“ ფრანგ მეკარესთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა 2026 წლამდე გაგრძელების პერსპექტივით. კალიფორნიულმა გუნდმა MLS-ში გასული სეზონის პლეი ოფის ფინალში ითამაშა და „კოლუმბუსთან“ 1:2 დამარცხდა.