ზაზა სარალიძე - ძალიან მაინტერესებს, როგორ წარდგება საქმის პროკურორი საპარლამენტო კომისიის წინაშე
ზაზა სარალიძე - ძალიან მაინტერესებს, როგორ წარდგება საქმის პროკურორი საპარლამენტო კომისიის წინაშე

ძალიან მაინტერესებს, როგორ წარდგება საქმის პროკურორი საპარლამენტო კომისიის წინაშე, – ამის შესახებ ზაზა ​სარალიძემ განაცხადა.

ზაზა სარალიძე სამმართველოსთან იმყოფებოდა, საიდანაც ზვიად კუპრავა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

სარალიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დღეს. უნდა დაიკითხოს საქმის ერთ-ერთი პროკურორი ზვიად ფხაკაძე. მეც ძალიან მაინტერესებს, როგორ წარდგება კომისიის წინაშე“, – აღნიშნა ზაზა ​სარალიძემ.

რაც შეეხება ზვიად კუპრავას დაკავებას, სარალიძის ​თქმით, ის აბსურდული მიზეზ​ის გამო დააკავეს. მისივე თქმით, აქციები ჯერჯერობით გადადებულია.

„ზვიად კუპრავა უაზრო ფაქტის გამო დააკავეს. თითქოს წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქციები ჯერჯერობით გადადებულია იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა არ გვყავს. თუ მთავრობა არ გვყავს, ვის რა პასუხი უნდა მოვთხოვო“, – განაცხადა ზაზა ​სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია დღეს შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს მოუსმენს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.