ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს მოუსმენს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს მოუსმენს

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საქართველოს პარლამენტში შექმნილი  დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს განაახლებს მუშაობას.

კომისიის წევრების შეკითხვებს შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელი კახა სირაძე და საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე უპასუხებენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერისა და საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეკითხვები ძირითადად საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ექნება. მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობა ასევე დაინტერესდება, თუ რატომ ვერ მოხვდა დასაკითხ პირთა სიაში მირზა სუბელიანი და რატომ არ ამოიღეს მტკიცებულებად ერთ-ერთი არასრულწლოვანის სისხლიანი ტანსაცმელი.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ უმცირესობას შეკითხვები საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით აქვს. ირაკლი აბესაძის თქმით, მათთვის საინტერესოა, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდნენ გამომძიებლები დაკისრებულ მოვალეობას და იყო თუ არა მათი მოქმედებები ორიენტირებული, რომ აღნიშნული საქმე გაეხსნათ.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. კომისიის ფორმატში შეკითხვებს უკვე უპასუხეს გარდაცვლილი არასრულწლოვნების მშობლებმა.