„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალურ დირექტორად მამუკა კობახიძე დაინიშნა
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალურ დირექტორად მამუკა კობახიძე დაინიშნა

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალურ დირექტორად მამუკა კობახიძე დაინიშნა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა.

კობახიძე აქამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელობდა. მას „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს. კობახიძე კომპანიის სპეციალური მმართველი იყო.

შეგახსენებთ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 40 მილიონ აშშ დოლარად კომპანია Waltbay LTD.-მ შეიძინა, რომელიც ქართულ „სი ბი ეს ჯგუფს“ ეკუთვნის.