მამუკა კობახიძე ბათუმის „დინამოში“ წარადგინეს
მამუკა კობახიძე ბათუმის „დინამოში“ წარადგინეს

ბათუმის „დინამომ“ გუნდის ახალწვეული მამუკა კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. კონტრაქტის თანახმად, მამუკა კობახიძე გუნდში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.

პრეზენტაცია ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო ბაზაზე, ანგისას სპორტულ კომპლექსში გაიმართა. 26 წლის ცენტრალურ მცველს რამდენიმე ქართულ და რუსულ გუნდში აქვს ნათამაშევი. ბოლოს კი ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა, რომელსაც საჩხერის „ჩიხურასთან“ შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა.

კობახიძე „ტორპედოში“ გასული წლის ივლისში „რუსთავიდან“ ჩაირიცხა. კლუბთან ერთად მოიგო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი, ითამაშა ევროპა ლიგის პლეი-ოფში, 2018 წელს კი, ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

კობახიძესთან სუპერთასის მფლობელთან კონტრაქტი ამოეწურა და კარიერის ბათუმის „დინამოში“ გაგრძელება გადაწყვიტა.

დატოვე კომენტარი