„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 1300 მეტრის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით.

„დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგება გაზგამანაწილებელი კომპანიის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუდმივად ცდილობდა გაზსადენებისა და დაზიანებული მილების რეაბილიტაციას. კომპანიის ახალმა მფლობელებმა ქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელეს. დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გაზსადენების რეაბილიტაციისა და სრულიად გამოცვლის პროცესი.

ერთ-ერთი ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებული, თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც ძლიერ ამორტიზებული და დაზიანებულია, რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. 1300 მეტრის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. შედეგად გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება“,- აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.