მამუკა კობახიძე „ტორპედოს“ დაემშვიდობა - მიჭირს დამშვიდობება, მაგრამ კარიერაში ახალ ეტაპს ვიწყებ
მამუკა კობახიძე „ტორპედოს“ დაემშვიდობა - მიჭირს დამშვიდობება, მაგრამ კარიერაში ახალ ეტაპს ვიწყებ

საჩხერის „ჩიხურასთან“ მამუკა კობახიძემ ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ამოეწურა და ის კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს.

კობახიძე „ტორპედოში“” გასული წლის ივლისში მოვიდა. კლუბთან ერთად მოიგო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი, ითამაშა ევროპალიგის პლეი-ოფში, 2018 წელს კი, ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში „ტორპედოდან“ წასვლა დაადასტურა და გუნდს და მის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.