„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ივნისში 2 495 კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარი ჩაჭრა
„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ივნისში 2 495 კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარი ჩაჭრა

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ივნისში კუსტარულად დამონტაჟებული 2 495 გაზის დანადგარი ჩახსნეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი.

„კომპანიის სპეციალისტებმა გასულ თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2 495 კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარები ჩაჭრეს. აღსანიშნავია, რომ ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი.

თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს. კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, კომპანია ავრცელებს 2019 წლის ივნისში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით: სამგორი – 655;​ სანზონა – 299; გლდანი – 272; ​ისანი-ვაზისუბანი – 266; საბურთალო – 158; ჩუღურეთი – 151; ნაძალადევი – 150; კრწანისი – 137; ნუცუბიძე – 113; დიდუბე – 112; დიღომი – 87; წყნეთი – 38; მთაწმინდა – 33; ვაკე – 24 – სულ – 2 495.