ეროვნულ ლიგაში პოზიციების მიხედვით საუკეთესოები დაასახელეს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში პოზიციების მიხედვით საუკეთესოები დაასახელეს #1TVSPORT

სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე სეზონის საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით გამოავლინეს.

სეზონის მეკარე: გიორგი ლორია („დინამო თბილისი“)
სეზონის მცველი: მამუკა კობახიძე („დინამო ბათუმი“)
სეზონის ნახევარმცველი: გიორგი არაბიძე (ქუთაისის „ტორპედო“)
სეზონის თავდამსხმელი: ჯოვინო ფლამარიონი („დინამო ბათუმი“)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამჯერად წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და ეროვნული საფეხბურთო ლიგის რჩეულების დაჯილდოება ერთად აღარ ჩატარდა. 2023 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში ჩართულები იყვნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები. წელს პირველად, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში, სპეციალისტებთან ერთად, გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ.